LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შეცდომაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური დემოკრატიით ინვესტორებს შემოვიტყუებთ და ქვეყანას ავაყვავებთ – ქართველი ბიზნესმენი

78
60ec108da149d

დიდი შეცდომაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფასადური დემოკრატიით ინვესტორებს შემოვიტყუებთ და ქვეყანას ავაყვავებთ. ჩვენ ბუნებრივი წიაღისეულებით მწირი ქვეყანა ვართ, შესაბამისად ჩვენი მთავარი აქტივი სწორედ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და განათლებული თაობა უნდა გახდეს, თუ გვინდა რომ 10 წელიწადში ესტონეთივით მდიდარი და წარმატებული ქვეყანა ვიყოთ“, – ამის შესახებ კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ესტონეთის გავლილი გზა ბრწყინვალე მაგალითია ჩვენთვის.

„მათ უმოკლეს დროში განახორციელეს როგორ ეკონომიკური, ისე სამართლებრივი რეფორმები და მიაღწიეს ნატოს და ევროკავშირის წევრობას. თუ საქართველო არ გახდა ნატოს წევრი, ვერ შეიქმნება ისეთი სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო, რომელიც გახდებოდა საინვესტიციო ბუმის საწინდარი. სხვაგვარად წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობის მიღწევა. ამიტომ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას, დანაშაულის ტოლფასია, რაც ძალიან, ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს ხალხს. ამიტომ არცერთი ნაბიჯი უკან! ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, თუ გვინდა რომ 1000 წლის ოცნება ავიხდინოთ –  დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ბედნიერად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს არ არის უტოპია, ეს ხელის გაწვდენაზეა, მთავარია ჩვენ ვივარგოთ, ყველამ ერთად, როგორც საზოგადოებამ (რა თქმა უნდა მთავრობამ პირველ რიგში). დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას. გაუმარჯოს დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, ნატოსა და ევროკავშირის წევრ საქართველოს“, – წერს თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები