„დიდი სცენის“ კიდევ ერთი ლაივშოუ შედგა გუშინ, 26 ივლისს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. ეს ტურიც, ტრადიციულად ორი აუთსაიდერის, აკაკი პაპუნიდისა და თემო კახელიშვილის დუეტი-შეჯიბრებით გაიხსნა. აკაკი პაპუნიდის გულშემატკივრებმა მას პროექტში დარჩენის შესაძლებლობა მისცეს, რადგან სიმღერის დროს შესული ზარების საერტო რაოდენობის 60%-ზე მეტი სწორედ აკაკიმ მოიპოვა, თემო კახელიშვილი კი მუსიკალურ კონკურსს გამოემშვიდობა.
გუშინდელი ტური კინოფილმებისთვის შექმნილ შეასნიშნავ კომპოზციიებს დაეთმო. ჟიური საკმაოდ მკაცრი გახლდათ.
გუშინდელ ლაივშოუზე მაყურებლის და ჟიურის ქულათა ჯამით, ყველაზე ნაკლები ხმა მიიღეს: აკაკი პაპუნიდმა, გიორგი გასვიანმა და ცოტნე ბარბაქაძემ.
ბოლო სამ ადგილზე გასული კონკურსანტებიდან ჟიურის რჩეული გახდა აკაკი პაპუნიდი, შესაბამისად, აუთსაიდერები არიან: გიორგი გასვიანი და ცოტნე ბარბაქაძე, რომლებიც2 აგვისტოს ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ერთ-ერთი მათგანი შოუს დატოვებს.
აუთსაიდერებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ მეხუთე ლაივის დაწყებისთანავე. დუეტის შესრულების დროს, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ აუთსაიდერებისთვის.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აუთსაიდერი დატოვებს პროექტს თქვენ უკვე შეგეძლებათ დაურეკოთ და ხმა მისცეთ ყველა კონკურსანტს, მათ შორის პროექტში დარჩენილ აუთსაიდერსაც ლაივის დასრულებამდე.
რაც შეეხება მაყურებლის რჩეულს, ამ შოუზე ეს ტიტული გიორგი ფუტკარაძემ მოიპოვა. ჟიურის ქულების დამატების შემდეგ კი ის მთლიანად ტურის ლიდერიც გახდა.