პეპ გვარდიოლა ალექს ფერგიუსონისა და ჟოზე მოურინიოს შემდეგ მესამე მწვრთნელია, რომელმაც მოახერხა და პრემიერლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.
„სიტიმ“ ბოლო ტურში სტუმრად „ბრაიტონი“ 4:1 დაშალა და „ლივერპულისთვის“ მიუღწეველი დარჩა.
მოურინიომ დუბლი „ჩელსისთან“ ერთად 2004/05 და 2005/06 წლების სეზონში მოახერხა, სერ ფერგიუსონს კი ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებია, ორჯერ ჰეთ-თრიქიც კი გამოუვიდა (1998/99 – 2000/01 და 2006/07 – 2008/09).
საჩემპიონო სეზონში „სიტიმ“ 100 და 98 ქულა მოაგროვა – ეს ორი საუკეთესო შედეგია ინგლისის ისტორიაში.
„სიტიმ“ უკვე მოიგო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი, 18 მაისს კი „უოტფორდთან“ ფინალი აქვს ინგლისის თასზე.