LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე

werther

76 წლის შემდეგ ჯიულ მასნეს ოპერა „ვერთერი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა თბილისის სცენაზე 22 დეკემბრიდან აჟღერდება. მომდევნო საპრემირო ჩვენებები 23,26,29,30 დეკემბერს გაიმართება.

„ვერთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი  ჯოზეფ  ფრანკონი ლი, სცენოგრაფი ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, მხატვრული განათება სტეფანო გორერი.

ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერი“ პრემიერა ვენის Hofoper-ში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა თავის ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. „ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra-Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები