სულ მალე HBO გასული წლის ყველაზე გახმაურებული სერიალის, „დიდი პატარა ტყუილების“ პრემიერას დაანონსებს. იქამდე კი ინტერნეტში სერიალის მეორე სეზონის ფოტო ვრცელდება. ახალი ფოტო სოციალურ ქსელში რიზ უიზერსფუნმა გაავრცელა. ფოტოზე ნიკოლ კიდმანი, შეილინ ვუდლი, რიზ უიზერსფუნი, ზოე კრავიცი და ლორა დერნი პოლიციის განყოფილებაში, ნომრებით ხელში პოზირებენ, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ ფოტოდან ჩანს, რომ ყველა მთავარი გმირი ავტომატურად მკვლელობის ეჭვმიტანილი ხდება.
ცნობილია, რომ სერიალის ახალ სეზონში გამოჩნდება მერილ სტრიპიც, რომლის ფოტოებიც ინტერნეტში უკვე გავრცელდა.