LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავეს

111

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ფ. დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2400 კვადრატული მეტრი, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

„2018 წლის 20 მარტს, ლაშა ფ-მ, ხსენებულ მოქალაქეს, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, 7000 აშშ დოლარი ერთ-ერთ ბანკში, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა. 2018 წლის 30 მარტს, ლაშა ფ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები