LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ფული ტრაილერში – მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

174
Capture99999999999999999999999999999999999

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.