LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ხანი არ/ვერ გწერდით, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.. საქართველოში დიაგნოზის სავარაუდო დასმაც კი ვერ ხერხდება“ – ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2030
ფორტუნა - 2023-10-17T214954.835

ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი საქართველოში ვერ დადგინდა.

აუცილებელია, მისი თურქეთში გადაყვანა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ნანუსის ოჯახს არ აქვს.

ნანუსი საზოგადოებას დახმარებას სოციალური ქსელის საშუალებით სთხოვს.

„ჩემო საყვარელო,
მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო მჭირდებით! დიდი ხანი არ/ვერ გწერდით, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ . უკვე 1 წელია ვიტანჯები და ვებრძვი გაურკვეველ სიმპტომებს, რომლებიც ვითარდება კვებისთანავე, მართმევს ძალას და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას: მიჭირს სიარული, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, ძლიერი სისუსტე, თვალებში ბუნდოვანება, ადინამია.

ასე ყოველი კვებისას. უმეტესწილად მიწევს წოლა. ვეღარ ვახერხებ მუშაობას, ვეღარ ვუვლი ჩემ ერთადერთ 8 წლის შვილს, რომელსაც ყველაზე მეტად ვჭირდები. უამრავი კვლევების და კონსულტაციების მიუხედავად საქართველოში დიაგნოზის სავარაუდო დასმაც კი ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავრო თურქეთში ამ ორ, სამ კვირაში, კლინიკაში, რომელმაც მზაობა გამოთქვა ჩემ მიღებაზე. კვლევები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული (ჯერ სავარაუდო 20 000 GEL),  რისი ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა ამოვწურე. ჩემი მდგომარეობა დღითი დღე მწვავდება. სულითა და გულით გთხოვთ ყველას, მცირედით დამიდგეთ გვერდში, თქვენი 1 ლარი ჩემი გამოჯანმრთელების ტოლფასია! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება აქ განწირულია..მადლობა ყველას
თიბისი ბანკი:
#GE49TB7209645068100002
საქართველოს ბანკი:
#GE32BG0000000580690831“, – წერს ნანუსი კალანდაძე სოციალურ ქსელში.

 

ჩემო საყვარელო,
მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო მჭირდებით! დიდი ხანი არ/ვერ გწერდით, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ…

Posted by Nanusi Kalandadze on Tuesday, October 17, 2023

 

ნანუსის დასახმარებლად მეგობრებს მოუწოდებს ჟურნალისტი ეკო ფანგანი.

„მეგობრებო, ეს ჩემი, ჩვენი მეგობარია, ფანტასტიკური გოგო, ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს. ის უკვე დიდი ხანია ებრძვის რაღაც დაავადებას და ჯერ ვერ დადგინდა რას, დიაგნოზი უცნობია. მას უკვე ფეხზე წამოდგომაც კი უჭირს, ძალიან დიდი ხანია საკვებს ვერ იღებს. პოსტში ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, მაგრამ ახლა სასწრაფოა მისი გამგზავრება თურქეთში, არც თუ ისე დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ყველანაირი საშუალება ამოწურული აქვს… გაერთიანდეთ, ვისაც რამდენი და როგორც შეგვიძლია ჩვენი ლამაზი ნანუსის გამო“. – წერს ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები