LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი იმედი მაქვს, ზამთრის ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეგვეშლება – თურნავა

53
maxresdefault

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ზამთრის ტურისტულის სეზონის ჩატარებაში, მთავრობას ხელი არ შეეშლება.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედევად, რეგულაციების გამკაცრებას არ აპირებს, რადგან მთავარი იარაღი ამ პროცესის სამართავად ვაქცინაციაა.

„მიუხედავად პანდემიისა მოვახერხეთ და საკმაოდ წარმატებით ჩავატარეთ ზაფხულის სეზონი. დიდი იმედი მაქვს, ზამთრის ტურისტული სეზონის ჩატარებაში ხელი არ შეგვეშლება. მთავარი აქ ვაქცინაცია იქნება. თქვენ იცით, რომ ვაკონტროლებთ, რომ ჩამოსული სტუმრები – ტურისტები ვაქცინირებულები იყვნენ და პისიარ ტესტებს ვთხოვთ. ასეთი კონტროლის მექანიზმების თანხლებით, ალბათ, შესაძლებელი იქნება ჩავატაროთ ზამთრის სეზონი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები