“აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები”,-ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ციანიდის საქმეზე ჩვენებების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისთვის გაუგებარია, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს ინფორმაციები.
“საიდან შეიძლება, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს მასალები ან როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო ამ მასალებს რატომ მისცემდა ან „რუსთავი 2“-ს ან სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაციები გავიდა ადვოკატებისგან,” -განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.