LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დიღმის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა?! – ელისაშვილი

collage

16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?!, – განცხადება ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

ელისაშვილი ამბობს, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზს“ პასუხისმგებლობა არც რამდენიმე თვის წინ, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე აუღია. “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი „ყაზტრანსგაზის” ცენტრალურ ოფისთან საპოტესტო აქციას აანონებს.

„ყაზტრანსგაზი არის კომპანია, რომელსაც რისი ბიზნესი აქვს?! მაგიდას, სკამებსა და თეფშებს რომ აწარმოებდეს, რომელიც შეიძლება, გაგიტყდეს, უხარისხო იყოს და არაუშავს. ეს არის კომპანია, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. ნოემბერში ფონიჭალაში საშინელი შემთხვევა მოხდა, დაიღუპნენ ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვი. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზს“ საერთოდ არაფერი უთქვამს, არც განცხადება გაუვრცელებია, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვითომც არაფერი.ამის შემდეგ 16 იანვარს დიდ დიღომში მოხდა შემთხვევა, აქაც მსხვერპლით დასრულდა. 16 იანვრის ამბავი შეაფასა „ყაზტრანსგაზმა“?! ვინმემ დავინახეთ, რომ რომელიმე პასუხისმგებელი პირი გადადგა, იმ ორი პირის გარდა, რომლებიც გულგრილობის გამო დასაჭერები იყვნენ?! როცა კომპანიაში რაღაც ცუდია, ტოპ-მენეჯმენტი, მმართველები ტოვებენ თანამდებობას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 16 იანვარს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები