დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი სირიაში დარტყმების განხორციელებას მიესალმება. ამის შესახებ მან განცხადება „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.
„მივესალმები დიდი ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს სირიაში ქიმიური იარაღის მთავარ ნაგებობებზე, ჩვენს ამერიკელ და ფრანგ მოკავშირეებთან ერთად. მსოფლიო ერთიანად ზიზღით არის განწყობილი ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“, – წერს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.