ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანა მიმდინარეობს. ერთ -ერთ მათგანს ნანგრევებში აქვს ტელეფონი, რომელიც ცდილობს, მაშველებს ხმა მიაწვდინოს.
„დიდი ბეტონის ქვემოთ ვარ მომწყვდეული, მიშველეთ ააწევინეთ ის დიდი ბლოკი“, – წერს ნანგრევებში მოყოლილი ბიჭი. აღნიშნული კომენტარი ნანგრევებში მოყოლილმა ბიჭმა „ბათუმელების“ ლაივზე გააკეთა.
გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.
კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.
ბათუმი დანგრეული კორპუსი შენობა ჩამოინგრა