19 აგვისტოს ბათუმში, კლუბში „Mono hall“ ლელა წურწუმიას და ბენდ „ნონსტოპის“ კონცერტი გაიმართება. მსმენელს, როგორც ყოველთვის, გამორჩეული და ენერგიული ივენთი ელის.
„დიდ სცენაზე გელოდებით დიდი სიყვარულით“ – წერს ლელა წურწუმია თავის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 40, 50, 60 ლარია.