საქართველოს დიდ ქალაქებში პირველი სემესტრის დასრულებამდე, ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს:
„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აჭარაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.