LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

108
ბენდუქიძის დასახლება

დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკაში  „ფორტუნას“ განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

დიდი დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

მათი თქმით, ქალს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და ამჯერად გადასხმებს უტარებენ.

„აქვს ძლიერი, უნივერსალური დამწვრობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ კლინიკაში.

დიდ დიღომში აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები