“გუდვილის” მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.
დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ძველი ავეჯი და ძველი საბურავები.
ხანძარი დიდ დიღომში დღეს გაჩნდა, ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.