დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.