LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში ხანძარმა 1 400 ავტომობილი გაანადგურა

19

ახალი წლის ღამეს, ბრიტანულ ლივერპულში, მრავალსართულიან პარკინგზე გაჩენილმა ხანძარმა 1 400 ავტომობილი გაანადგურა. ხანძარი ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ცეცხლი პარკინგის ყველა დონეს მოედო და ბეტონის ჯებირებიც კი დაანგრია.

ლივერპულის მერმა, ჯო ანდერსონმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ პირველად, შენობის მესამე სართულზე Land Rover დაიწვა. ავტომობილი 1 600 ადგილზეა გათვლილი და გასართობ კომპლექს Echo Arena-სთან ახლოს მდებარეობს, სადაც ხანძრის გაჩენის დროს ცხენების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობდა.

მაცხოვრებლები და ცხოველები მაშინვე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ცეცხლმა ყველა ავტომობილი გაანადგურა. ლივერპულელი მეხანძრეების განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო, რასაც კი ოდესმე გამკლავებიან. ამ მომენტისთვის შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები