დიდ ბრიტანეთში დიზელის ძრავიანი ავტომობილების უტილიზაცია დაიწყო. მოძველებული ავტომობილბის მფლობელები აქ სახელმწიფო მხარდაჭერით ისარგებლებენ და შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.
ბრიტანეთის მთავრობა აგრძელებს დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლის კამპანიას და შემდეგი ეტაპი სწორედ ზემოთ აღნიშნული უტილიზაცია გახლავთ. ასეთი ავტომობილების მფლობელებს უტილიზაციის პროგრამის ფარგლებში 2 000 ფუნტის ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნით. ასევე, ძველ ავტომობილებზე სპეციალური ფილტრები დამონტაჟდება, თუმცა ეს ღონისძიება პრიორიტეტული სატვირთო ავტომობილებისთვის იქნება.
მალე დიდ ბრიტანეთში ე.წ. ”ტოქსინების მოსაკრებელიც” შევა ძალაში. გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მეტად დაბინძურებულ ქალაქებში ძველი, დიზელის ძრავიანი ავტომობილით ქუჩებში გასვლისას მძღოლი 20 ფუნტ სტერლინგს გადაიხდის.
ყველაზე რთული ეკოლოგიური მდგომარეობა კი ლონდონში, ბირმინგემში, დერბიშირში, ლიდსში, ნოტინჰემსა და საუთჰემპტონშია.