LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასპორული ინვესტიციით სიღნაღში საწარმო აშენდა

393

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის  გადამამუშავებელი  პირველი საწარმო გაიხსნა.

300 ჰექტარზე გაშენებულ ზეთისხილის ბაღებში და გადამამუშავებელ საწარმოში  5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. პროექტი საქართველოდან წასულმა ქართველმა ბიზნესმენმა განახორციელა. საქარმო, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს.

ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით,  პროექტის ფარგლებში, დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი. კომპანია ქართული  ზეთისხილის  პირველ მოსავალს  საკუთარ  საწარმოში გადაამუშავებს.  სოფელ საქობოში წარმოებული პროდუქცია  განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის, ასევე  საექსპორტოდ. კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდასასაც გეგმავს.

კომპანია  „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი  და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი)  პროგრამის ფარგლებში აშენდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები