„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ დღეს მისი კოვიდ პასპორტი, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, უნდა გამწვანებულიყო და ამ დღეს ბედნიერი ელოდა:
„იზოლაცია უფრო ადრე სრულდებოდა, ვიდრე პასპორტი მწვანდებოდა. იზოლაციის მერე არც კინოში შემიშვეს, არც კაფეში, ადამიანად ვერ ვგრძნობდი თავს. :)“.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.