LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიახ, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა… ორწელიწადნახევარია ველოდები ამ განაჩენს…” – თამთა თოდაძე საკრებულოს ყოფილ დეპუტატზე

1100
Untitled design - 2022-02-22T134949.844

დაზარალებულ თამთა თოდაძის განცხადებით, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა მის მიმართ “სექსუალური ხასიათის დანაშაული” ნამდვილად ჩაიდინა და სასამართლოსგან ჯიშკარიანის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც მის ჩვენებას ამყარებს.

სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს: თოდაძე ჯიშკარიანზე

“საქმეში ასევე დევს ყველა მოწმის ჩვენება, რომელიც ერთობლივად მძივივით არის აწყობილი და ადასტურებს იმას, რომ ეს ფაქტი მოხდა. მე ველოდები მხოლოდ ერთ განაჩენს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. მეორე მხარე აპელირებს, რომ საქმეში თითქოს არაფერია. ამ ყველაფერს ჟურნალისტებიც ისმენდნენ. საქმეში უამრავი მტკიცებულებაა, მათ შორის სამხარაულის ექსპერტთა და დნმ-ს ანალიზი. მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომელიც მოხდა 2019 წლის 30 სექტემბერს. შესაბამისად, ჩემი მოლოდინი არის მხოლოდ ერთი, რომ მოსამართლე გამოიტანს სამართლიან განაჩენს და ეს იქნება გამამტყუნებელი”. განაცხადა თამთა თოდაძემ.

მისი განმარტებით, ილია ჯიშკარიანი მის მიმართ გამოხატავდა “სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას”.

“ანუ ეს არის სექსუალური ხასიათის დანაშაული. დიახ, სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. შემდგომში ეს უკვე გადავიდა ფიზიკურ ძალადობაში. დღეს ყველაფერი შეჯამდა. მეორე მხარე რომ აპელირებს, საქმეში თითქოს არაფერია, რაც სრული აბსურდია. დღეს პროკურორმა ნათლად შეაჯამა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარია და შეუძლებელია ამ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს”, – განაცხადა თოდაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ყოფილა თუ არა სხვა დროს სხვისი მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლი.

“ორწელიწადნახევარია ველოდები ამ განაჩენს და სხვა სასამართლო დავა არ მქონია. მედიაში მარიამ კუბლაშვილმა ძალიან ბევრი რამ ილაპარაკა, მაგრამ ახლა, ყველაფერს თუ შევაჯამებ და ყველაფერზე კომენტარს გავაკეთებ, ხომ იცით, ადამიანი ყველა პროვოკაციას არ უნდა წამოეგო”, – აღნიშნა თოდაძემ.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

დამითმეთ პირდაპირი ეთერი და მოიწვიეთ დებატებში თამთა და მისი ადვოკატი – მარიამ კუბლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები