LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაგნოზები კი არ მცირდება, არამედ ყოველდღე მატულობს და ამასთან გამკლავება ძალიან რთულია: ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილზე

95
Untitled design (4)

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის დიაგნოზები თანდათან მატულობს და მასთან გამკლავება რთულია.

მიხეილ სააკაშვილს თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, სერიოზული ცვლილებებია, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს: ნაყოფია

“კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთდა. ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა დაავადებასთან, დიაგნოზები კი არ მცირდება, მატულობს ყოველ დღე და ამასთან გამკლავება ძალიან, ძალიან რთულია.

ექსპერიმენტული მკურნალობა ძალიან სახიფათოა. სჯობია გაკეთდეს ისეთ ქვეყანაში და ისეთ დაწესებულებაში, სადაც კეთდება. რამდენი ხანია ვიძახი, რომ საჭიროა პრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ, სპეციალიზებულ კლინიკაში”, – განაცხადა ყიფშიძემ.