გეგა ზურაბაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ 5 წლის ბავშვს, რომელსაც დიაბეტის დიაგნოზი აქვს დასმული, ძვირად ღირებული აპარატი სჭირდება, რომელიც მას ყოველდღიურ ნემსის ჩხვლეტას აარიდებს თავს.
გთავაზობთ სტატუსს:
„ერთ ძალიან მაგარ 5 წლის გოგონას აქვს დიაბეტი, რომელსაც ყოველ 3 საათში სჭირდება შაქრის დონის გაზომვა ორგანიზმში, რისთვისაც დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩხვლეტენ ნემსით + ამას დამატებული დამარეგულირებელი ნემსები… არსებობს აპარატი, რომელიც ჩხვლეტის გარეშე სენსორის მეშვეობით აწვდის ინფორმაციას შაქრის დონესთან დაკავშირებით. ოჯახს აქვს თვითონ აპარატი, მაგრამ სენსორები არა. სენსორები საქართველოში არ იშოვება და რომც იშოვებოდეს, ძალიან ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია… არც სახელმწიფო პროგრამა არ არის ამ ეტაპზე. თუ მოვინდომებთ 1 წლის მარაგი შეგვიძლია გადავცეთ ოჯახს. სულ არის საჭირო დაახლოებით 3000 ლარი და Gio Fox დაგვეხმარება. რომ გამოვიწეროთ სენსორები…
იმედია. ერთად შევძლებთ და ამ ბავშვს მშვიდ 1 წელს ვაჩუქებთ… იმედია, სახელმწიფო ამასობაში გამონახავს თანხებს და ყველა ამ ბავშვზე იზრუნებს ვისაც ესეთი პრობლემა აქვს… თუ აღნიშნულ თანხაზე მეტი შეგროვდება, მანჯის გადავურიცხავ, რომელსაც დაწყებული აქვს კამპანია და ეხმარება ბავშვებს სენსორებით…
აქვე ვწერ ჩემი ანგარიშის ნომერს.
GE86TB7493045061600037“.