LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტის, წნევის, ინფარქტის, ასთმის და სხვა დაავადებების შემთხვევაში აცრა აუცილებელია – კულუმბეგოვი

485
კულუმბეგოვი

“დიაბეტი, არტერიული წნევა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება, შუნტირება, ასთმა — არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს”, – აცხადებს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით,  ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ აცრის, ამიტომაც, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებთან საუბარი აუცილებელია.

“პირიქით, ამ ადამიანების აცრა აუცილებელია და ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ეშინიათ. აი, ამ ინფორმაციის გაფანტვას ვცდილობთ და თითოეული ადამიანთან მიტანას, მაგრამ ასე მარტივი არ არის.

ასე მგონია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის რომ, ავტორიტეტულ პირებს, ექიმებს მისცენ საშუალება, ადამიანებთან ახლოს მივიდეთ, მეტ გამოსავალს მე ვერ ვხედავ”, – განაცხადა კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები