პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მასთან ვიზიტზე პატარა პაციენტი იმყოფებოდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა:
,,დღის პოზიტივი, Covid-19 ინფექციისაგან გამოჯანმრთელებული პაციენტი ჩვენთან კლინიკაში.
მადლობა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ექიმებს, ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს პედიატრი.