დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, აკურატული და ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
არ აჰყვეთ ნეგატიურ ფიქრებს და დეპრესიას, უმჯობესია იხალისოთ და ისიამოვნოთ დღესასწაულით.
არ ღირს სხვების საქმეში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიების მოსაწყობად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – მიაქციეთ ყურადღება საკვების და სასმლის ხარისხს, განსაკუთრებული
სიფრთხილის გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და ლომს.