ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ ნეგატიური ენერგიის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება შური და ბოღმა, წყენა და გაღიზიანება.
აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და იმპულსურად მოქმედება.
მოერიდეთ მკვეთრ სინათლეს და მძაფრ სურნელებას, რაც აუცილებლად თავის ტკივილს და გუნების გაფუჭებას გამოიწვევს.
კარგი დღეა ძველის დასრულებისა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვალის აღება და ფულის სესხად გაცემა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს გაცივების და ავად გახდომის ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.