მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:40-დან 15:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან გუშინდელი ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების შემდეგ დღევანდელი დღეც რთული იქნება. მოერიდეთ ხალხმრავლობას, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვოკაციებს. არ ღირს გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. თავი შეიკავეთ ბრაზისა და აგრესიის გამოვლენისგან, სხვათა განკითხვისა და გაკიცხვისგან. კარგი დღეა წარსულის გააზრებისა და შეცდომების გამოსასწორებლად.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორთან კამათს და საქმის გარჩევას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, გარიგებებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და თირკმელების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის, ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გულს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი, მალაქიტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.