LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1203
cagarelimsh

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:57-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მამაკაცების საყურადღებოდ! მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ქალბატონების რჩევები, რომლებიც თქვენზე პრაგმატულად შეძლებენ დღეს აზროვნებას!

მოერიდეთ ფორიაქს და ნერვიულობას თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან. არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.

პარტნიორული ურთიერთობა – მოულოდნელი ცვლილებების დღეა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ავეჯისა და ინტერიერის შესაცვლელად, ძვირფასი მინერალებით და ლითონებით ვაჭრობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები