LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

1434
მიხეილ ცაგარელი

სიურპრიზების და მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა, თუმცა მოულოდნელობები სასიკეთოც შეიძლება იყოს და ზარალის მომტანიც.

მოერიდეთ ფორიაქს და ნერვიულობას თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან. არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ისევ თქვენ გაზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ექსპერიმენტების ჩატარებისა და ახალი პროექტების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებისთვის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან, შებოლილი, ცხარე და მარილიანი საკვების მირთმევისგან. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები