LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

556
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:23-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, უსურვეთ ყველას სიკეთე და მხოლოდ წარმატება.

აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები. მოერიდეთ ირონიას და სარკაზმს, არ ღირს გარშემომყოფებთან უხეშად საუბარი.

იმოქმედეთ ინტუიციას დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. თავი შეიკავეთ ინტიმური კონტაქტებისგან, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობაა. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები