მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 16:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის 25 თებერვლამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას, სპონტანურად და დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, ორიგინალურად თვითგამოხატვის და დემოკრატიულად აზროვნების უნარს, მეორეს მხრივ, მერწყულისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს და სულსწრაფობას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, გამოფენებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი და ნაცრისფერი, ასევე ქარვა, იასპი, ლაზურიტი, ფირუზი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.