LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

802
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი უშიშარი და შეუპოვარი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ საკუთარი მიღწევებით ტრაბახს, რათა არ დააფრთხოთ იღბალი და არ აქციოთ წარმატება მარცხად.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, ირონიის და სარკაზმის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ საკონდიტრო და რძის ნაწარმის, ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, რადგან მაღალია ვენერული დაავადებებით დასნეულების ალბათობა. არ ღირს რენტგენის გაკეთება და სხივური თერაპიის კურსის ჩატარება. კარგი დღეა მასაჟისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და თმის შესაჭრელად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დღეს შეჭრილი თმა სწრაფად გაიზრდება.

დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარგალიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები