LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1688
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ მოიძიოთ თანამოაზრეები და სწორედ მათთან ერთად განახორციელოთ საკუთარი გეგმები. თუმცა, არ ღირს პროვოკაციას აყოლა და უაზროდ გარისკვა, ავანტიურებში ჩაბმა და საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა.

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან და მოხუცებთან ურთიერთობას.

მოერიდეთ ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ არ მოექცეთ პარტნიორის გავლენის ქვეშ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ახალი სამოსის და ფეხსაცმლის შეძენა, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, მოერიდეთ ბიოდანამატების შემცველი პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი და იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები