მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:42-დან 16:42 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გაითვალისწინეთ სხვათა აზრი, თუმცა არ ღირს საკუთარი პრინციპების დათმობა.
იმოქმედეთ სამართლიანად, გადაწყვიტეთ ყველა პრობლემა დიპლომატიურად.
არ გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ბინის დიზაინსა და საკუთარ გარეგნობაში ცვლილებების შესატანად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და თირკმელებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.