მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:41-დან 15:15 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 29 აპრილამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ნებისყოფას და მიზანდასახულობას, თავისუფლების და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, ეგოიზმს და სულსწრაფობას, აგრესიას და სიჯიუტეს გააძლიერებს. მოერიდეთ ფულის უაზროდ და უყაირათოდ ხარჯვას, არ ღირს კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება.
მართალია, ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს შეშინება და უკან დახევა.
არ ღირს ილუზიებს და ფანტაზიებს აყოლა, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.
ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ზღვის და რძის პროდუქტით. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე მარგალიტი, საფირონი, აკვამარინი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.