მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:25-დან 10:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის, გამოფენებისა და პრეზენტაციების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რძის პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ქარვა, საფირონი, ფირუზი, ამეთვისტო და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულისა და მორიელისთვის.