არ ღირს სამომავლო გეგმების დასახვა, უმჯობესია იზრუნოთ მიმდინარე პრობლემების მოგვარებაზე.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მშვიდად, დიპლომატიურად გადაწყვიტოთ ყველა საკამათო საკითხი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, ბინის ინტერიერისა და ავეჯის შესაცვლელად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.