LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1268
მიხეილ ცაგარელი

ეცადეთ მშვიდად გაიაროთ დღევანდელი დღე. ილოცეთ ახლობლებისა და საკუთარი თავისთვის. უსურვეთ ყველას ბედნიერება და ათმაგად დაგიბრუნდებათ კეთილი სურვილები.

მართალია, ბევრი ეცდება დაგარწმუნოთ საკუთარ სიმართლეში, მაგრამ არ ღირს ყველას ნდობა, უმჯობესია იმოქმედოთ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის, წვეულებებისა და საიუბილეო საღამოების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, სულიერ და ფიზიკურ გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, სერდოლიკი, ნეფრიტი, ციტრინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები