მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:18-დან 15:39 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამარჯვების პლანეტის – იუპიტერის დირექტულობა პოზიტიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. გამარტივდება მგზავრობა და მოგზაურობა, უცხოელებთან საქმიანი და პირადი კონტაქტების გაბმა. შეძლებთ იდეების რეალიზაციას, პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას.
განეწყვეთ ოპტიმისტურად, ჩაიფიქრეთ სურვილები, ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის. გაუფრთხილდით გულს და მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი, მალაქიტი, მთის ბროლი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.