LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მარტი ასტროლოგიური პროგნოზი

1024
მიხეილ ცაგარელი

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს.

გაიაზრეთ წარსული, თუმცა არ ღირს წარსულის შეცდომებზე ზედმეტად ნერვიულობა.

ყურადღებით დააკვირდით გარშემომყოფებს, რათა ამოიცნოთ მათი რეალური ზრახვები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთ წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზის კერძებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, ნეფრიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები