დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი ესთეტური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
არ აჰყვეთ ემოციებს და გარშემომყოფთა პროვოკაციებს.
თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებებისგან.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.