LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

543
cagareli

გულდასმით შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

კარგი დღეა სახლის, კარადების დალაგებისა და ძველი ნივთების მოსაშორებლად.

გამონახეთ დრო მშვიდ გარემოში განმარტოებისა და დაფიქრებისთვის, რათა უკეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა, წვრილმანებს ჩაძიება და უმიზეზოდ ეჭვიანობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, კონკურსებში მონაწილეობა და გამოცდები ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, თვალების, ნერვული და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები -დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მომავალი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპების, მერწყულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნებს, რადგან დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების გაკონტროლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები