LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

892
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ არ ღირს მიმდინარე მოვლენების ზერელედ აღქმა, არაა გამორიცხული გაებათ სხვის დაგებულ მახეში ან გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ზედმეტი სითხის, ცივი, გაზიანი სასამელის და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები