LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

144
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან მაღალია მაქინაციების და ინტრიგების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში ჩაბმას.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტ პირდაპირობას, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, ბინის ინტერიერის შეცვლისა და ავეჯის განახლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ციტრუსით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა და კონფლიქტებისგან თავის არიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები