დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანსწრაფული თხის რქის, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
მოერიდეთ სხვათა გაკიცხვას და განკითხვას.
არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.
აკონტროლეთ ემოციები, თავი შეიკავეთ კამათისა და გარშემომყოფების კონფლიქტებზე პროვოცირებისგან.
ყურადღებით შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებისთვის, ახლობლებთან და მეგობრებთან უთანხმოების მოგვარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოაწყვეთ განტვირთვის დღე, არ ღირს ზედმეტი საკვების მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარგალიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.