დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, შეუპოვარი და ზოგჯერ აგრესიული ვერძის, მთვარე კი, ყველაზე რბილი და მშვიდი, სტაბილური და გაწონასწორებული სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გუშინდელი სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების შემდეგ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა ნაკლები ზარალისა და დანაკარგის გარეშე გაიაროთ დღევანდელი დღე. არ ღირს ზედმეტად გადაღლა, შეასრულეთ მხოლოდ ის სამუშაო, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ინტერიერის შეცვლისა და ბინის კეთილმოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და კბილების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალერგიული, მარილიანი პროდუქტისა და ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომის და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და თხის რქას.