მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:55-დან 19:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას.
არ ღირს კამათი და გარშემომყოფების კონფლიქტზე პროვოცირება.
მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისა და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმისგან, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალი ჭორების და ინტრიგების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, გამოფენებისა და აუქციონების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ძილის წინ გონების ნეგატიური ინფორმაციით გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ლაბრადორი, ამაზონიტი, გიაცინტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.